მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
სექტემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
17 ნოემბერი 2015 წელი
მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 16 და 17 ნოემბერს ჩატარდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნოების დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექციები. მ. ჩიხრაძის კვლევის მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ქართული და ამერიკული ხელოვნების აქტუალური პრობლემები. იგი ეწევა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, თანამშრომლობს მსოფლიოს მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო კვლევით ცენტრებთან (კოლუმბიის უნივერსიტეტი). მ. ჩიხრაძის საჯარო ლექციების თემატიკა მოიცავს თბილისური ავანგარდის, 1930-50-იანი წლების ქართული და ამერიკული ხელოვნების ურთიერთმიმართების, თანამედროვე ამერიკული არქიტექტურის საკითხებს.17 ნოემბრის საჯარო ლექციის თემა ოყო: თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში.
17 ნოემბერი 2015 წელი
17 ნოემბერი - მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეა
17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს თარიღი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ 1941 წელს გამოცხადდა ლონდონში სტუდენტთა გაერთიანების მიერ და მისი აღნიშვნის ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. (იხ. ტექსტი სრულად) ... »»»
16 ნოემბერი 2015 წელი
საჯარო ლექცია
გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია თემაზე: თბილისური ავანგარდი, ქართველი მოდერნისტები დასავლეთში - დავით კაკაბაძის ხელოვნება ამერიკაში.
16 ნოემბერი 2015 წელი
საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 14 და 15 ნოემბერს გაიმართა. კონფერენცია დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.(იხ.ტექსტი სრულად) ... »»»
13 ნოემბერი 2015 წელი
ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და რექტორის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მეუღლითურთ. საუბარი შეეხო ხელოვნების უნივერსიტეტსა და ევრაზიის უნივერსიტეტს შორის მომავალ თანამშრომლობას. ევრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი და შემოქმედებითი ჯგუფი მიიწვია ტრაპიზონში ევრაზიის უნივერსიტეტის დაარსების 5 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
12 ნოემბერი 2015 წელი
არქიტექტურული პროექტები საჩუქრად ქ. ბათუმის მერიას
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მუნიცეპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის კურსდამთავრებულთა: მათე თანდილავას - „აჭარის ტელევიზია“, დიანა ფარტენაძის - „სპორტკომპლექსი“, მარიამ მაკარაძის - „საქალაქო სტადიონი“ სადიპლომო ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა მერიას. ასევე საჩუქრად გადაეცა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზაცებით 2015 წლის 9 აპრილს ზუგდიდში ჩატარებულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში (თემაზე „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში“), გამარჯვებული „50 ბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს პროექტები (პროექტის ავტორები: ელიზბარ რამიშვილი, ლაშა სამსონია, მარიამ მაკარაძე, ლიკა კომახიძე, გიორგი მურადიანი).
12 ნოემბერი 2015 წელი
სამინისტრო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექციას დააფინანსებს
მიმდინარე წლის 16 - 17 ნოემბერს სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია. საჯარო ლექცია ჩატარდება შემდეგ თემაზე: თბილისური ავანგარდი, ქართველი მოდერნისტები დასავლეთში - დავით კაკაბაძის ხელოვნება ამერიკაში; თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში.
11 ნოემბერი 2015 წელი
სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2015 წლის 14 ნოემბერს 10:00 სათზე სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა. კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურისა და ხელოვნების, კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, კულტურისა დ ხელოვნების კვლევისა და მართვის სფეროში ნოვატორული იდეების დანერგვასა და მკვლევართა პროფესიულ ზრდას.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...