მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ივნისი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
09 ნოემბერი 2015 წელი
ჩატარდა ვორკშოპი თანამედროვე იაპონური ხელოვნების - კირიეს ხელოვნებაში
ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია იაპონელი ხელოვანი შუ კუბო, რომელმაც ჩაატარა ვორქშოპი კირიეს ხელოვნებაში. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ე. მესხიასთან. იაპონელმა ხელოვანმა ისაუბრა საკუთარ ხელოვნებაზე და უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა წიგნი, სადაც მის ნამუშევრებია დაბეჭდილი. ვორკშოპი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.(იხ.ტექსტი) ... »»»
09 ნოემბერი 2015 წელი
Academia Riaci აცხადებს ხელოვნებისა და დიზაინის საერთშორისო კონკურსს
International Art and Design Competition 2016 მსოფლიო მასშტაბით იწვევს სტუდენტებს: საიუველირო ნაკეთობების დამზადება, საიუველირო ნაკეთობების დიზაინი, ფეხასცმლის, ჩანთების, ავეჯის დიზაინი, მოდის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი და ილუსტრაციები. Academia Riaci წარმოადგენს ხელოვნებისა და დიზაინის პროფესიონალურ სკოლას, რომელიც მდებარეობს იტალიის ქალაქ ფლორენციაში. კინკურსის მთავარი მიზანია იტალიური ხელოვნების, დიზაინის და ნაკეთობების პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ახალი ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა, მათი წახალისება და ამასთანავე იტალიაში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: International Art and Design Competition 2016, Academia Riaci. Email: rac2014@accademiariaci.info www.accademiariaci.info
06 ნოემბერი 2015 წელი
„ღირსეული ცხოვრება ყველას უფლებაა“
შვედეთისა და შვედური ინსტიტუტის (SI) მხარდაჭერით ხელოვნების უნივერსიტეტში 5 ნოემბერს გაიხსნა და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება გამოფენა სახელწოდებით „ღირსეული ცხოვრება ყველას უფლებაა“. გამოფენილ ფოტოებზე ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება და ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან.
05 ნოემბერი 2015 წელი
დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი
4 ნოემბერს დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამაში იყო სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. (იხ.ტექსტი სრულად) ... »»»
04 ნოემბერი 2015 წელი
კინო-ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა სტუდენტებისთვის
გაიმართა შეხვედრა აჭარის გნათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ნათია სირაბიძესთან. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ პროგრამებზე, რისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 35 ათასი ლარი. კინო და ტელერეჟისურის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება საკუთარი სადიპლომო თუ საკურსო ფილმების გადასაღებად. მან ასეე პასუხი გასცა სტუდენთა შეკითხვებს.
03 ნოემბერი 2015 წელი
პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება
გრძელდება გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. დღეს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "პიტერ გოლდი სტუმრად "აიდიოსთან".ფილმი ასახავს ინდიანას უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგის, ანთროპოლოგის პიტერ გოლდის შეხვედრას მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან 2012 წლის ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა ეთნომუსიკოლოგმა ვიდეოზე ჩაიწერა ანსამბლის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა.
02 ნოემბერი 2015 წელი
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი
2 ნოემბერს გაიხსნა და 4 ნომბერამდე გაგრძელდება ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ინიციატივითა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, მასტერკლასები, ვორქშოფები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება.(იხ.პროგრამა სრულად)... »»»
27 ოქტომბერი 2015 წელი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ატარებს „სტუდენტ-ახალგაზრდულ“ დღეებს მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან. დაგეგმილია სპორტული აქტიობები, შემოქმედებითი ღონისძიებები, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ლიტერატურული საღმოები, ფილმების ჩვენებები. მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...