მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ოქტომბერი 2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
31 მაისი 2011 წელი
ოთარ შამათავას მასტერკლასი
30 და 31 მაისს რეჟისორმა და პროდიუსერმა ოთარ შამათავამ ჩაატარა მასტერკლასი თანამედროვე საპროდიუსერო საკითხებზე.
30 მაისი 2011 წელი
ნინო ქათამაძის მასტერკლასი
27-30 მაისს თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა ნინო ქათამაძემ ჩაატარა მასტერკლასი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
25 მაისი 2011 წელი
შეხვედრა ცნობილ და ძირძველ ბათუმელებთან
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ცნობილ და ძირძველ ბათუმელებთან. საღამოში, რომელიც მიყავდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგს, მანანა სულაბერიძეს, მონაწილეობდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები. ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტმა მაია დუმბაძემ ისაუბრა ძველი ბათუმის არქიტექტურულ სივრცეზე და წარმოადგინა სლაიდ-შოუ.
25 მაისი 2011 წელი
თანამედროვე მუსიკის კონცერტი
24 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებმა - მუსიკოლოგიის დოქტორმა ნინო ჟვანიამ და მუსიკის დოქტორმა, კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა ჩატარეს თანამედროვე მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები. ... »»»
24 მაისი 2011 წელი
თანამედროვე მუსიკის მასტერკლასი
23 და 24 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებმა - მუსიკოლოგიის დოქტორმა ნინო ჟვანიამ და მუსიკის დოქტორმა, კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა ჩატარეს თანამედროვე მუსიკის მასტერკლასი.
19 მაისი 2011 წელი
მანანა ბერიკაშვილის მასტერკლასი
16-18 მაისს გაიმართა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მანანა ბერიკაშვილის მასტერკლასი.
18 მაისი 2011 წელი
მუზეუმის საერთაშორისო დღე
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პეტრას ციხეზე გამართულ ღონისძიებაში. დამსწრეთ მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ე.მესხია. გამოფენილი იყო სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრები.
17 მაისი 2011 წელი
"ფრიდონობა 2011"
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტის,რუსთაველის პრემიის ლაურეატის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სტუდენტებმა პოეტის საფლავთან წაიკითხეს ლექსები.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...