მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
22 დეკემბერი 2010 წელი
საჯარო ლექციები სტუდენტებისათვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტუტის დირექტორმა, ლევან ხეთაგურმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: ”XX საუკუნის თეატრი, ტენდენციები და მიმართულებები”.
08 დეკემბერი 2010 წელი
მასტერკლასები სტუდენტთათვის
ნობილმა ქართველმა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მცირე დარბაზში ჩაატარა მასტერკლასები უნივერსიტეტის სტუდენტთათვის.
25 ნოემბერი 2010 წელი
რექტორის არჩევნები
გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ფარული კენჭისყრით უნივერსიტეტის რექტორად აირჩია მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი ერმილე მესხია.
29 ოქტომბერი 2010 წელი
დეკანის არჩევნები
გაიმართა მუსიკის ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
- მუსიკის ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა ასოცირებული პროფესორი ლალი ჭელიძე;
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.
26 ოქტომბერი 2010 წელი
იაპონური კიმონოების გამოფენა–ჩვენება
ქ.ბათუმში, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა იაპონური კიმონოების გამოფენა–ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტები.
25 ოქტომბერი 2010 წელი
ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის V საერთაშორისო კონფერენცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭრით ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე გაიხსნა ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის V საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აიდა აბუსერიძე და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ერმილე მესხია.
25 ოქტომბერი 2010 წელი
ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭრით ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა–თორმეტწლედის საკონცერტო დარბაზში საზიმოდ გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ: „ახალუხლები” (თბილისი), „ორბელი“ (ბოლნისი), „საუცეასი“ (ლატვია), „ტბელი“ (ხულო), „დაიამოხქ“ (პანკისი), „იალონი“ (თბილისი), „აიდიო“ (ბათუმი), „ნარდანინა“ (ბათუმი), „ისონი“ (თბილისი), ახალშენის ფერიცვალების ტაძრის მგალობელთა გუნდი, ფერეიდნელი ქართველები, ხალხური სიმღერების შემსრულებლები სოფელ მერისიდან.
23 ოქტომბერი 2010 წელი
მ. ჭიჭილეიშვილის წიგნის წარდგენა
ქ. ბათუმში, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მაია ჭიჭილეიშვილის მონოგრაფიის „სხალთის ეკლესიის მოხატულობა“ წარდგენა, რომელიც გახსნა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ. ღონისძიება მიჰყავდა თავად ავტორს, რომელმაც ისაუბრა მონოგრაფიის მომზადებისა და წიგნად გამოცემის შესახებ.... »»»

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...