მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
04 ივნისი 2010 წელი
გაიხსნა სასწავლო თეატრის სცენა
ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა სასწავლო თეატრის სცენა, სადაც წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტის გიორგი ქათამაძის თოჯინური სპექტაკლი ”ზევით ყვავილებთნ მინდა.”
03 ივნისი 2010 წელი
დეპარტამენტების გაერთაინებული სხდომა
გაიმართა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის და სახვითი ხელოვნების დეპარტამენტების გაერთაინებული სხდომა. პედაგოგმა ნ. ნიჟარაძემ სხდომას წარუდგინა მის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო ”ფერთმცოდნეობაში”, ხოლო ე. მესხიამ ”ლექციების კურსი მუზეოლოგიაში.”
29 მაისი 2010 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი. ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორებმა ჰიპ ჰაგურთმა და იოკ ვან დენ ბერგმა წაიკითხეს ლექციები ”არტმენეჯმენტი ევროპულ კონტექსტში” და ”ფოტოხელოვნება”.
26 მაისი 2010 წელი
სასწავლო-საველე პრაქტიკა
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და პრფესორ-მასწავლებლები ისტორიული ძეგლების დათვალიერება-შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ სასწავლო-საველე პრაქტიკაზე. მოინახულეს უბისის, უფლისციხისა და ატენის ისტორიული ძეგლები. წინანდალში დაათვალიერეს წინანდლის მუზეუმი და ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა.
19 მაისი 2010 წელი
სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები
ჩატარდა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები.
13 მაისი 2010 წელი
საჯარო ლექცია
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია, სადაც ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ჭიჭილეიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე; „ძველი ბათუმის არქიტექტურა“.
11 მაისი 2010 წელი
ლიტერატურული საღამო
ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურული საღამო ”ვაზეიმოთ სულიერება.” ხელმძღვანელი - მეტყველების კულტურის პედაგოგი, პროფესორი თამილა მეიშვილი.
09 მაისი 2010 წელი
შეხვედრა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან
ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. მესხია ბათუმში ვიზიტის დროს შეხვდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნ. რურუას. საუბარი შეეხო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიმდინარე წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეების ხელფასებისა და სტუდენტთა პროგრამული დაფინანსების პრობლემებს. ე. მესხიამ მინისტრს გააცნო ხელოვნების უნივერსიტეტის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები... »»»

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...