მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
29 მარტი 2010 წელი
სემინარი სახელოვნებო განათლების საკითხებზე
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლეილა მარუაშვილმა ჩაატარა სემინარი ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტებისათვის უმაღლესი სახელოვნებო განათლების სხვადასხვა საკითხებზე.
23 მარტი 2010 წელი
პროფესორ–მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებელთა: ნოდარ კვირკველიას, კობა ხოფერიას, მიხეილ კვაჭაძის ნამუშევრების გამოფენა.
14 მარტი 2010 წელი
პროფესორ–მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებელთა სერგო გოგოლაძისა და გელა გორგილაძის ნამუშევრების გამოფენა.
09 მარტი 2010 წელი
ბრძანება სტუდენტთა სტატუსის შეჩერების შესახებ
გამოიცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება №60 2009 – 2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა სტატუსის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
05 მარტი 2010 წელი
პროფესორ–მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებელთა: ქეთევან ვაჩეიშვილის, დიანა თლაკვაძის, მაია გერსამიას, ნატალია ზაზაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
01 მარტი 2010 წელი
რეზო ჭანიშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
სსიპ–ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 22 თებერვლის № 37 ბრძანებით ქორეოგრაფს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, რეზო ჭანიშვილს მიენიჭა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. რ. ჭანიშვილს საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცა 2010 წლის 1 მარტს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეზო ჭანიშვილის შემოქმედებით საღამოზე.
01 მარტი 2010 წელი
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში შედგა მაგისტრანტების ნიკოლოზ ტუღუშისა და გიორგი წეროძის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მხატვრული ტელეფილმების რეჟისურაში.
23 თებერვალი 2010 წელი
პროფესორ ვასილ კიკნაძის საიუბილეო საღამო
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პროფესორ ვასილ კიკნაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...