მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
დამატებითი მენიუ
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
ფესტივალის დებულება
აღწერა
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ყოველი წლის მაისის ბოლოს ატარებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ხელოვნების ფესტივალს. 2014 წელს ფესტივალი ტარდება ეგიდით ,,ხორუმი - ორიგინალური იდეა“. რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მხატვრული კოლექტივები, საჯარო და კერძო სკოლების მხატვრული კოლექტივები, ქორეოგრაფიული კოლექტივები, მუსიკალური კოლეჯები, ხელოვნების სკოლები და მუსიკალური ათწლედის მოსწავლეები, სახელმწიფო და კერძო ანსამბლები, საბალეტო სკოლები, ინდივიდუალური შემსრულებლები (ფიზკური პირები), ასევე, ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ საქართვალოს საზღვრებს გარეთ მოქმედ მხატვრულ კოლექტივებსა და ფიზიკურ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია ხორუმის თემატიკაზე.

მიზანი
ხელოვნების ფესტივალის მიზანია გააღვივოს საზოგადოებრივი ინტერესი შემოქმედებითი ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარების მომართულებით. ასევე, შემოქმედებითი იმპროვიზაციის სურვილი გაუჩინოს ახალგაზრდებს. ხელი შეუწყოს ფესტივალის მონაწილეთა დაახლოებასა და სამომავლო ურთიერთანამშრომლობას. 

ორგანიზაცია
ხელოვნების ფესტივალი დაფუძნებულია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს ფესტივალის იდეაზე სახელზე, ვებ–გვერდზე და ოფიციალურ ლოგოზე. 
ხელოვნების უნივერსიტეტის მისამართია: ბათუმი, ლუკა ასათიანის 37

სტრუქტურა (იხილეთ დანართი №1)
• საორგანიზაციო კომიტეტი
• მონაწილეთა შესარჩევი კომისია
• ჟიური
• ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი 

ფესტივალის პროგრამა, ძირითადი წესები და და საკონკურსო პირობები
ფესტივალში მონაწილეობისათვის საჭიროა დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვა. 
• ფესტივალში მონაწილეობის მსურველები რეგისტირებულად ჩაითვლებიან განაცხადის (დანართი №2) შევსების საფუძველზე. აპლიკაცია უნდა შეავსონ ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე ექვსი თვით ადრე ფესტივალის ოფისში (ხელოვნების უნივერსიტეტი). აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ადგილზე ფესტივალის ოფისში, ან გადმოიგზავნოს ელექტრონულად (ელ. ფოსტა: info@batu.edu.ge). 
• ფესტივალის მონაწილეთა შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კონკურსის წესით მონაწილეთა შერჩევას. ფესტივალში მონაწილოების მიღების მსურველებმა შესარჩევ კომისიას (ხელოვნების უნივერსიტეტი) უნდა წარუდგინონ საკონკურსო შემოქმედებითი პროექტის ვიდეო ვერსია (DVD დისკი) ელექტრონული სახით. პროექტის ელექტრონული ვერსია, ასევე, შეიძლება გადმოგზავნილი იქნას ფოსტით(ლუკა ასათიანის 37), ან ციფრული მატარებლებით (ელ. ფოსტა: info@batu.edu.ge), კომისია უფლებას იტოვებს ფესტივალის მონაწილეთა შერჩევის პროცესში მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით.
• ფესტივალში მონაწილეთა მსურველების განაცხადები მიიღება 2013 წლის 15 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრამდე.
• ფესტივალის შესარჩევი ტური ჩატარდება 2014 წლის 01 მარტიდან 05 მარტამდე.

• ფესტივალის პროგრამაში საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
1. ,,ხორუმი“ - ქორეოგრაფიული ჯგუფის ან ანსამბლის შესრულებით (5-7 წთ.)
2. ,,ხორუმი“ - მუსიკალური ნომერი (3-5 წთ.) (ვოკალურ-ინსტრუმენტული, აკაპელა. ანსამბლის ან სოლო, დუეტი, ტრიო, კვარტეტი და აშ. შესრულებით (3-5 წთ.)
3. ,,ხორუმი“ - ასახული სახვით ხელოვნებაში (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნება
4. ,,ხორუმი“ - კინო-ტელე და ფოტოხელოვნებაში (1-3-5 წთ.)
5. თეატრალური ეტიუდი - (3-5 წთ.)
6. ,,ხორუმი“ - ორიგინალური ინტერპრეტაცია 

• საფესტივალო პროგრამის მთავრი მოთხოვნაა საკონკურსო შემოქმედებითი პროექტები შეიქმნას ხორუმის ორიგინალური იდეურ- შემოქმედებითი ინტერპრეტაციით.
• ქორეოგრაფიული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ცეკვა უნდა დაიდგას ისტორიული ფაქტის (დიდგორი, მარაბდა, ბახტრიონი, ასპინძა და ა. შ.), ქართული იგავის, პატრიოტული სიმღერის, ხალხური სიმღერის ან ქართული პოემის მოტივებზე - ხორუმის ორიგინალური იდეურ- შემოქმედებითი ინტერპრეტაციით.
 
• ფესტივალის პროგრამაში საკონკურსო წესით შერჩევის შემთხვევაში ფესტივალზე დაშვების შესახებ ავტორს გაეგზავნება შეტყობინება ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე ერთი თვით ადრე. ფესტივალის ორგანიზატორები არ ითვალისწინებენ ახსნა–განმარტების მიცემას იმ ავტორებისადმი, რომელებიც ფესტივალის ბადეში ვერ მოხვდნენ. 
• სასურველია ფესტივალის ნომინაციებზე წარდგენილი პირები დაესწრონ დაჯილდოვება–დახურვის ცერემონიას. 
• ფესტივალის გალა კონცერტი და დაჯილდოვება გაიმართება 2014 წლის 29 მაისს.

კონკურსში მონაწილემ ფესტივალის ოფისს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
• შევსებული განცხადების ფორმა; 
• მიმართვა შესაბამისი სახელოვნებო დაწესებულებიდან 
• ფიზიკურ პირს არ მოეთხოვება რეკომენდაცია 

ფესტივალის მონაწილეთა შესარჩევი კომისია
• თითოეული დარგის მიმართულებით ფესტივალის მონაწილეთა შესარჩევ კომისიებს ამტკიცებს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი. 

ფესტივალის ჟიური
• ფესტივალის ჟიურის წევრებს ირჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. ჟიური შედგება შვიდი წევრისაგან. 
• ჟიური გადასცემს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფესტივალის მიერ დაწესებულ პრიზებს. 

ხელოვნების ფესტივალის ნომინაციები
• საუკეთესო ქორეოგრაფიული ნომერი 
• საუკეთესო ვოკალური ნომერი 
• საუკეთესო ვოკალურ-ინსტრუმენტული ნომერი
• საუკეთესო ინსტრუმენტული ნომერი
• საუკეთესო ნიმუში სახვით ხელოვნებაში
• საუკეთესო ნამუშევარი კინო-ტელე ხელოვნებაში
• საუკეთესო ფოტონამუშევარი
• საუკეთესო თეატრალური ეტიუდი
• ორიგინალური ინტერპრეტაცია
• მთავარი პრიზი

ოფიციალური პრიზები
• ქანდაკება
• სიგელი 
• სამახსოვრო პრიზი

დასკვნითი დებულება
განაცხადის ფორმის შევსებით განმცხადებელი გაეცნო და ეთანხმება ზემოთ მითითებულ წესებს. 

მისამართი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, 
ხელოვნების ფესტივალი ,,ხორუმი“
ბათუმი, ლუკა ასათიანის 37 ; ტელეფონი + 599 706 709 
ბხსუ-ს ვებ გვერდი batu.edu.ge
ელ. ფოსტა: info@batu.edu.ge


ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო 
უნივერსიტეტის,,ხელოვნების ფესტივალი“-ს 
დებულების დანართი 1 
 
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი:
1. ერმილე მესხია;
2. გელა ბერიძე;
3. მაია ჭიჭილეიშვილი;
4. ქეთევან ვაჩეიშვილი;
5. ლალი ჭელიძე;
6. მერაბ ლებანიძე;
7. ხათუნა მანაგაძე;
8. მამუკა ჯორბენაძე;
9. მირანდა ბაღდადიშვილი;
10. ნატო ცქვიტინიძე;
11. იამზე ჩიჩუა;
12. სალომე ჩიკაშუა.

ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი:
1. აკაკი მუხაშავრია;
2. დიანა თალაკვაძე;
3. ნანა კუპრაძე;
4. მაგული ბაბუნაშვილი;
5. ამიკო ვადაჭკორია;
6. დავით ჯაყელიძე;
7. მარიამ ფირცხალაიშვილი;
8. ერეკლე სიგუა;
9. სუზანა ვოლოდიანი;
10. მაკა ჩიკაშუა;
11. ნინო ბეჟანიძე;
12. მარიკა გოგოლიშვილი.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...