მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
მაისი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
აკადემიური კონკურსის შედეგები

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო 

 ქ. ბათუმი, 9 ივნისი,  2014 წელი

დადგენილება № 04-01/23

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ 
თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 23 მაისის N05-01/01   გადაწყვეტილებით დამტკიცებული  ,,სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტში აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესის’’  პირველი მუხლის 1.2 და 1.3 პუნქტების საფუძველზე 

აკადემიური საბჭო  ადგენს:

1. გამოცხადდეს კონკურსი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2014 წლის 01 სექტემბრიდან დასაკავებელ აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1–ში მითითებული ფაკულტეტების, დარგობრივი დეპარტამენტებისა და მიმართულებების მიხედვით.

2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დასვენების დღეებისა და შაბათ–კვირის გარდა, 10–დან 17 საათამდე;
ბ) კონკურსი ჩატარდეს 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით;
გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 19 აგვისტოსი;
დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2014 წლის 01 სექტემბრიდან.

3. მოწონებული და დამტკიცებული იქნას კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), საჩივარის (დანართი 4), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 5დანართი 6), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართი 7დანართი 8) ფორმები;

4. ინფორმაცია (დანართი 9) კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს გაზეთში „ 24 საათი’’-ში, განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის კანცელარიის საინფორმაციო დაფაზე. 

5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


აკადემიურისაბჭოს თავმჯდომარე ერმილე მესხია




ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...