მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
მარტი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
12 აპრილი 2016 წელი
ერთობლივი კონცერტი
11 აპრილს ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონცერტი თბილისის ბაროკოს გუნდისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით. თბილისის ბაროკოს გუნდის მიერ შესრულდა Quirino Gasparini “Adoramus te, Christe” და ზვიად ბოლქვაძის კომპოზიცია „თეთრი ქარები“, სოლისტი ანა მეგრელიშვილი, ქორმაისტერი გიორგი მარგველაშვილი. ბათუმელმა სტუდენტებმა მ. აფხაზავამ, ლ. ვაშაყმაძემ, ბ. მელაძემ, ლ. სიხარულიძემ, მ. წერეთელმა, ნ. ქარცივაძემ, ს. სალაძემ, დ. ჩალენკომ შეასრულეს შუმანის, პუჩინის, ბახის, ჰენდელის ნაწარმოებები. კონცერტმაისტერები: ე. ღოღელიანი და ნ. ნიშნიანიძე.
09 აპრილი 2016 წელი
ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნის საღმო
დამსახურებული პედაგოგის ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნას მიეძღვნა საღამო კონცერტი, რომელიც 8 აპრილს გაიმართა ზ. ფალიაშილის სახელობის სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტში მონაწილეობდნენ მისი კოლეგები და აღზღდილები. საღამო მიჰყავდა მუსიკის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ლალი ჭელძეს, რომელმაც გულთბილად მოიგონა კოლეგა. ქალბატონ ჯინევრას ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა: პოეტმა ცისანა ანთაძემ, ქორმაისტერმა ქეთევან მანელიშვილმა, პედაგოგებმა დოდო ჯვარეშეიშვილმა, ნატო ორაგველიძემ.
05 აპრილი 2016 წელი
გიწვევთ საღამოზე
მიმდინარე წლის 8 აპრილს 18-00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება პედაგოგ ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მისამართი: დემეტრე თავდადებულის ქ. 20.
04 აპრილი 2016 წელი
კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაში მინაწილეობის მსურველთათვის
2016 წლის 26 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კიბეროლიმპიადა. ოლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება 6 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გააგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: olimpiada@dea.gov.ge; www.dea.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე - 291 51 40.
28 მარტი 2016 წელი
პირველად საქართველოში ვოკალური ციკლის პრემიერა
პირველად საქართველოში ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო „გუსტავ მალერის ცხოვრება და შემოქმედება; ვოკალური ციკლი - მოხეტიალე შეგირდის სიმღერები“. საღამოს უძღვებოდა და გუსტავ მალერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ, მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა ასლან დიასამიძემ წარმოადგინა ვოკალური ციკლი „მოხეტიალე შეგირდის სიმღერები“, პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი ნინო ნიშნიანიძე.
26 მარტი 2016 წელი
გაიმართა საჯარო ლექცია
საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 26 მარტს, ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა ბაღდავაძის საჯარო ლექცია "PRოფესია" - როგორ ავირჩიოთ პროფესია და რა როლი აქვს PR -ის პროფესიას დღეს.... »»»
24 მარტი 2016 წელი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "ქალთა ასოციაცია 2016"-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურისა და განათლების სფეროების განვითრებისა და ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანთა ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
22 მარტი 2016 წელი
გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კიკნაძე
ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ცნობილი თეატრმცოდნე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კიკნაძე. ვ. კიკნაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გახსნის პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის სამეცნიერო-შემოქმედებით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის კათედრას. არაერთი ღირსეული ახალგაზრდა აღზარდა და აზიარა ჭეშმარიტ ხელოვნებას. ... »»»

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...