მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ოქტომბერი 2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
შეხვედრა სამუსიკო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან
06 აპრილი 2011 წელი
2011 წლის 6 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სამუსიკო დაწესებულებების ხელმძღვანელებთნ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გია აბულაძე, სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ინგა საითაძე, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია სურგულაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ქობულეთის ხელოვნების სკოლის დირექტორმა ციალა კაკალაძემ, ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ლალი სალუქვაძემ, ქედის სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ირინე დევაძემ, შუახევის სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ბეჟან დავითაძემ, ხულოს სახელოვნებო სკოლის დირექტორის მოადგილემ ლამარა ცინცაძემ. ქ. ბათუმის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებმა: ნინა ოგანეზოვამ, ნატო ორაგველიძემ, ნინო ჩაიძემ, აჭარის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა მამუკა ალაფიშვილმა, აჭარის სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერმა ქეთევან მანელიშვილმა და სხვებმა. 

უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ და სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ხარჩილავამ სტუმრებს წარუდგინეს ინფორმაცია ხელოვნების უნივერსიტეტის შესახებ. მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ხათუნა მანაგაძემ ისაუბრა მუსიკის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ძირითდი მიზანი იყო უნივერსიტეტის კურსდამთვრებულთა ძირთად დამსაქმებლებთან კონსულტაციების გამართვა და მათგან საქმიანი წინადადებების შემოთავაზება.

შეხვედრა-დიალოგი საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სამუსიკო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ მსგავსი დიალოგი მომავალშიც გაგრძელდეს.




ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...