მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
მაისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
21 მარტი 2016 წელი
გაიმართა პრეზენტაცია
ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის“ პტეზენტაცია, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ სწავლის, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, კონფერენციის მოწყობის, საზაფხულო სკოლის ორგანიზებას. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა. კონკურსში მონაწილეობის პირობები და პროგრამა იხილეთ სრულად სამინისტროს ვებგვერდზე. www.adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=345436&gid=6#.VvEWrOWumc9
17 მარტი 2016 წელი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის დამეგობრებას და საერთო პროექტებში მონაწილეობას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე რექტორებმა ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.... »»»
17 მარტი 2016 წელი
პროექტის პრეზენტაცია
16 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა BIAFF-ის კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია - “ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა”.
სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის
თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციისა და უშუალოდ მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, თეატრში ამოქმედდა ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის. ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ბილეთი პრემიერაზე 10, ხოლო სხვა სპექტაკლებზე 5-7 ლარი ეღირება. თეატრმა უკვე გამოყო 100 ბილეთი თითოეულ სპექტაკლზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ოპერის სალაროში ბილეთების შეძენისას აუცილებელი პირობა მხოლოდ სტუდენტის ბილეთის წარდგენაა.
14 მარტი 2016 წელი
სტუდენტებს გიწვევთ ფორუმზე
2016 წლის 19-20 მარტის ჩათვლით, ჩაქვში, სასტუმრო „OASIS” -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი, რომელშიც მონაწილეობის მიღების მსურველები შეირჩევიან გასაუბრების გზით. ფორუმის შიდა სამუშაო თემა იქნება მოხალისეობა.(ტექსტი იხ. სრულად)... »»»
04 მარტი 2016 წელი
სტუდენტთა დასაქმება!
მიდინარე წლის 25 მაისს ტარდება დასაქმების ფორუმი, ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი. დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად. დასაქმების ფორუმი მოგცემთ საშუალებას სტუდენტებმა წარუდგინოთ თქვენი CV 60-მდე წამყვან ორგანიზაციას, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი კონკრეტული, ღია ვაკანსიებით. იმისათვის რომ მიიღოთ მონაწილეობა „დასაქმების ფორუმი 2016“-ში, აუცილებელია დარეგისტრირდეთ. კერძოდ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა (იხილეთ www.HR.ge).
26 თებერვალი 2016 წელი
ირანის გენერალური კონსულის ვიზიტი
უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ირანის გენერალური კონსული. მარტში ბათუმში ირანელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, რომელსაც ხელოვნების უნივერსიტეტი უმასპინძლებს. რექტორთან შეხვედრაზე საუბარი ირანთან სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივებს, ირანის სახელოვნებო უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას შეეხო. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ირანთან 2 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში არაერთი აქტივობა განხორციელდა.
25 თებერვალი 2016 წელი
გადაეცათ სერთიფიკატები
ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობის არქიტექტურულ ესკიზებზე აქტიური მუშაობისათვის გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ სერთიფიკატები შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებს: ლია გელოვანს, ნათია ჩიტაძეს, ნანა ყიფშიძეს, თეა ფუტკარაძეს, ჯიმშერ ჯიხვაძეს, ელინა წითელაძეს, ლაშა სამსონიას, პედაგოგებს: გიორგი რამიშვილსა და მარტა ჩიკაშუას.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...