მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
25 თებერვალი 2016 წელი
გადაეცათ საპატიო სიგელები
ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი მიხეილ კვაჭაძე და უფროსი მასწავლებელი ქეთევან ფილიპოვა-კვაჭაძე ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელით. ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანსა და ბატონ მიხეილს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
25 თებერვალი 2016 წელი
გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში
24 თებერვალს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ბათუმის ნ.კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და აჭარის მხატვართა კავშირის მხატვრების ბლიც-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების: ქეთევან ფილიპოვას, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის, ქეთევან ვაჩეიშვილის, მაია გერსამიას, ნოდარ კვირკველიას, გელა გორგილაძის ნამუშევრები.
23 თებერვალი 2016 წელი
ყურადღება - სტუდენტთა დასაქმება!
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით აქვეყნებს ვაკანსიების ჩამონათვალს სტუდენტთათვის. ვაკანსიით დაინტერესებული პირი, იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ შერჩევის პროცესში, აუცილებელია რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) და მასზე გაიცეს „სამუშაოს მაძიებლის საგზური“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ან მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის მიერ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს შემდეგ ელ.ფოსტაზე tjgerenaia@ssa.gov.ge .
19 თებერვალი 2016 წელი
გაიმართა საკურსო ნამუშევრის ჩვენება
დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის მეორე კურსმა წარმოადგინა საკურსო ნამუშევარი ა.პ.ჩეხოვის "ძველი, მაგრამ მარად ახალი ამბავი". ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ ბიბილეიშვილი, პედაგოგ-ასისტენტი - უფროსი მასწავლებელი ნინო დავითაშვილი. ჩვენებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. (იხ. პროგრამა სრულად)... »»»
17 თებერვალი 2016 წელი
შეხვედრა სტუდენტებთნ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების კულტურის ატაშე ბატონი დემიენ უომპლერი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან ისაუბრა გაცვლით პროგრამებზე. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. შემდეგ ბატონი დ.უომპლერი შეხვდა და ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიას.
16 თებერვალი 2016 წელი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს "სტუდენტთა დახმარების" ქვეპროგრამას. სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.(იხ. ინფორმაცია სრულად.) ... »»»
11 თებერვალი 2016 წელი
თამარ ამაშუკელის საჯარო ლექცია
ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნებათმცოდნის თამარ ამაშუკელის საჯარო ლექცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები“. ხელოვნებათმცოდნემ საქართველოში არსებული პრობლემები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განიხილა.
01 თებერვალი 2016 წელი
სპექტაკლის პრემიერა
"კუდიანის დღიურები" - ასე ჰქვია ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 31 იანვარს შედგა. თეატრის მცირე სცენაზე წელს ეს პირველი პრემიერაა, რომელშიც პროფესიონალი და დამწყები მსახიობები - ხელოვნების უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები (ჯგუფის ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი ასოცირებული პროფესორი ა. ენუქიძე) ერთად მონაწილეობდნენ. პრემიერას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სპექტაკლის ჩვენება 1, 6 და 7 თებერვალსაც გაიმართება.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...