მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
ივლისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კიკნაძე
22 მარტი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები  იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ცნობილი თეატრმცოდნე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კიკნაძე.  ვ. კიკნაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გახსნის პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული  უნივერსიტეტის სამეცნიერო-შემოქმედებით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის კათედრას. არაერთი ღირსეული ახალგაზრდა აღზარდა და აზიარა ჭეშმარიტ ხელოვნებას.  

ვასილ კიკნაძე დაიბადა 1929 წლის 24. XII. ხონის რაიონი, სოფ. ახალშენ. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობითი ფაკულტეტი. 1954-1964 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1964-1973 წლამდე მუშაობდა კულტურის სამინისტროში რედაქტორად, თეატრისა და მუსიკალური დაწესებულებების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თეატრების განყოფილების უფროსად. 1973-2005 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სასწავლო მუშაობის დარგში. 1965-1974 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამხატვრო აკადემიაში, 1965 წლიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 1996 წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში.

გამოქვეყნებული აქვს 700-ზე მეტი საჟურნალო და საგაზეთო სტატია, ორმოცდაათამდე წიგნი, მათ შორის საჟურნალო 300-ზე მეტი, მონოგრაფიები: «სანდრო ახმეტელი”, «ცხოვრება სანდრო ახმეტელისა”, «.კლდიაშვილის თეატრი”, «ჩვენი ეროსი”, «.ვაშაძე”, ,კრებულები: «სივრცე თეატრისა”, «სინამდვილ  და სახიობა”, «ნარკვევები ქართული რეჟისურის ისტორიიდან”, «ქართველი რეჟისორები”, (წიგნი I-II),  «რუსთაველიდან  გალაქტიონამდე”, «წამებული რაინდები”,«ქართული დრამატული თეატრის ისტორია”, (. I-II). მემუარები «გამოთხოვება მოგონებებთან”. . კიკნაძეს მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, არის. მარჯანიშვილისა და  . ახმეტელის პრემიების ლაურეატი.




ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...