მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
15 ოქტომბერი 2010 წელი
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
2010 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია:
ა) ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი.
ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობაზე გელა ბერიძე.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა და თანამშრომელთა ხელფასების დაფინანსებისათვის და უნივერსიტეტის შენობის ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის.
05 ოქტომბერი 2010 წელი
სტუდენტთა სტატუსის შეჩერების შესახებ
2010 წლის 05 ოქტომბერს გამოიცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება № 242 „2009-2010 სასწავლო წლისა და 2010-2011 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა სტატუსის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
27 სექტემბერი 2010 წელი
საზეიმო შეხვედრა
2010 წლის 27 სექტემბერს შედგა ახალი 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა, რომელიც გახსნა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ე. მესხიამ. პირველკურსელებს მიესალმნენ, სტუდბილეთები და სამახსოვროები გადასცეს აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ მ. მახარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ა. აბუსერიძემ, საქართველოს სახალხო არტისტებმა ნინო საკანდელიძემ და მანუჩარ შერვაშიძემ, კინორეჟისორმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ხალვაშმა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ ... »»»
პირველკურსელების დებიუტი
პროფესორ მიხეილ მახარაძის საჯარო ლექცია

საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მ. სააკაშვილის მიერ ხელოვნების უნივერსიტეტისათვის საჩუქრად გადაცემულ საკონცერტო როიალთან შედგა დებიუტი მუსიკის ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტების გივი გიგილეიშვილის, სოსო პაპიძის და ნინო ქარცივაძის.

დასასრულ, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია.
30 ივლისი 2010 წელი
პროფესორ მაია ჭიჭილეიშვილის მონოგრაფია
გამოიცა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, სრული პროფესორის მაია ჭიჭილეიშვილის მონოგრაფია „სხალთის ეკლესიის მოხატულობა“.
24 ივლისი 2010 წელი
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
შედგა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ძველი ქართული ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიის სპეციალობაში.
12 ივლისი 2010 წელი
საბაკალავრო ნაშრომის დაცვა
ხელოვნების უნივერსიტეტში შედგა საბაკალავრო-სადიპლომო ნაშრომის დაცვა პანტომიმის თეატრის სამსახიობო სპეციალობაში.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...