მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 2012 წლიდან ევროპის ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაციის (ELIA) წევრია.
27 აპრილი 2010 წელი
ფესტივალი ”სახიობა-2010”
ჩატარდა სასკოლო თეატრალური კოლექტივების მეორე ფესტივალი ”სახიობა-2010”, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტები: გიორგი ქათამაძე, ირაკლი იორამაშვილი და ნინო დავითაშვილი.... »»»
24 აპრილი 2010 წელი
პროფესორის ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა.
24 აპრილი 2010 წელი
ტრენინგი და მასტერკლასი სტუდენტებისათვის
ასოციაცია ”მეოხის” ორგანიზებით ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებში მოეწყო კინოსტუდია ”მეოხის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ღვთისმშობლის შესამოსელი” (რეჟისორი გიორგი გელაშვილი, მარიანა კალანდარიშვილი) ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა მასტერკლასი: დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის სპეციფიკა - გიორგი გელაშვილი, თინათინ ჭაბუკიანი; ანიმაციური ფილმი - ლადო სულაქველიძე.
23 აპრილი 2010 წელი
ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღმო
აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღმო. პოეტის ლექსები წაიკითხეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. საღამო მიყავდა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგს მანანა სულაბერიძეს.
17 აპრილი 2010 წელი
პროფესორის ვახტანგ(ბესო) ბესელიას პერსონალური გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორის ვახტანგ(ბესო) ბესელიას პერსონალური გამოფენა.
10 აპრილი 2010 წელი
ტრენინგი კინოკლუბის ორგანიზებით
2010 წლის 10 აპრილს ”ხელოვნების სტუდიასთან” არსებული კინოკლუბის ორგანიზებით ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი. ლექცია რეჟისურის ხელოვნებაში წაიკითხა ალეკო გაბუნიამ, მსოფლიო კინოს იტორიაში - ბექა ელბაქიძემ. ტრენინგის დახურვას დაესწრო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძე.
31 მარტი 2010 წელი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა ხელოვნების უნივერსიტეტში
2010 წლის 31 მარტს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორსა და პედაგოგებს შეხვდა . საუბარი შეეხო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა ხელფასებისა და სტუდენტთა პროგრამული დაფინანსების საკითხებს. მინისტრმა დაათვალიერა უნივერსიტეტის კორპუსში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.... »»»
31 მარტი 2010 წელი
პროფესორ–მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა ოზურგეთში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებელთა: ნოდარ კვირკველიას, სერგო გოგოლაძის, მიხეილ კვაჭაძის, კობა ხოფერიას, გელა გორგილაძის ნამუშევრების გამოფენა.

ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...