მთავარი საიტის რუქა კონტაქტი  
    უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ივლისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
კინო კლუბი
ახალი წიგნები
ა.ეფროსი - რეპეტიცია - ჩემი სიყვარული
ცნობილი რეჟისორი - ანატოლი ეფროსი გვიამბობს, კლასიკური პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების რეპეტიციების შესახებ. ავტორისეული თხრობის მანერა გამოირჩევა: უშუალობით , ემოციურობითა და დიდი გატაცებით.
ეს წიგნი - თეატრზეა.
ლიტერატურაზეა - რომელსაც ეყრდნობა თეატრი.
შემოქმედებით მუშაობაზეა - რომლის პრინციპებიც ახლობელია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის
ადაპტირებული ვარიანტი თარგმნა - ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ლებანიძემ
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი - 2015 წელი
მიხეილ ჩეხოვი - 16 გაკვეთილი
მიხეილ ჩეხოვის 16 გაკვეთილი ლატვიის სახელმწიფო თეატრში 1932 წ.

მასალები კურსისათვის „მსახიობის ოსტატობა“ განკუთვნილია სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებიასთვის.

ადაპტირებული ვარიანტი თარგმნა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ლებანიძემ.

ბათუმი. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წ.
გამოიცა კრებული - „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების მორიგი მე-6 კრებული "ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები".
რატი ჩიბურდანიძე - „სამოცდაათიანელთა ფერწერა“ - ძირითადი ტენდეციები
წიგნი ეხება ქართული მხატვრობის ნაკლებად შესწავლილ პერიოდს -1970 -იან წლებს. ის წარმოადგენს XX საუკუნის 70 -იანი წლების ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილისტური ტენდენციების, "სამოცდაათიანელთა" თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შემოქმედების კვლევის პირველ ცდას. ნაშრომი დააინტერესებს და სამსახურს გაუწევს ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებს და მკვლევარებს,მხატვრებს და ხელოვნებათმცოდნეებს, პედაგოგებს და ხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.
რედაქტორები : ანა კლდიაშვილი, მაია ჭიჭილეიშვილი
ერმილე მესხია - მუზეოლოგია (ლექციების კურსი)
ბათუმი -2014 წ. გამომცემლობა „უნივერსალი“
მუზეოლოგიის წინამდებარე ლექციების კურსი მომზადებულია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ერმილე მესხიას მიერ.
წიგნი რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მუზეუმის სპეციალისტებისათვის და მუზეოლოგიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
წიგნის რედაქტორია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი- მაია ჭიჭილეიშვილი
ქეთევან გოგოლაძე - პრაქტიკული პედაგოგიკის თეორიული საფუძვლები. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა
ბათუმი -2014. გამომცემლობა „უნივერსალი“
სასწავლო მეთოდური სახელმძღვანელო შედგენილია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის -ქეთევან გოგოლაძის მიერ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის -სამუსიკო პედაგოგიკის დეპარტამენტში.
ნაშრომში განხილულია საქართველოს სამუსიკო სწავლების სფეროშო დღეისათვის არსებული პრობლემები. გადამუშავებული სახითაა წარმოდგენილი საფორტეპიანო ხელოვნების სფეროში მსოფლიო მასშტაბით არსებული მნიშვნელოვანი მეთოდური გამოკვლევები.
ნაშრომი განკუთვნილია პედაგოგების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების ფორტეპიანოს სპეციალობის სტუდენტებისათვის.
წიგნის რედაქტორია- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნუნუ ჭელიძე
დრო , ხელოვანი, ხელისუფლება -Time, Artist, Authority.
თბილისი, გამომცემლობა ‘კენტავრი“
მეოთხე წიგნი სერიისა “ XX -საუკუნის ხელოვნება“ წარმოადგენს ერთი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ნაშრომების კრებულს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგებს- თეატრს, კინოს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას და მედიას ეძღვნება.
გამოცემის რედაქტორია პროფესორი ნატო გენგიური.
მელვინ მენჩერის ახალი ამბების გაშუქება და წერა
მეთორმეტე გამოცემა. გამომცემლობა „დიოგენე“ 2013 წ.
ჟურნალისტიკა, რომელიც ამ წიგნს დაედო საფუძვლად, შეიძლება ეწოდოს საზოგადოებრივი სახე, რომელიც ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას აწვდის. ეს წიგნი დეტალურად ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სიახლეებს. და ძალიან დაეხმარება , როგორც ჟურნალისტიკის რთულ გზაზე ახალშემდგარ ახალგაზრდებს, ასევე გამოცდილ ჟურნალისტებსაც.

1234
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ. ფოსტა:
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...